top of page
საინდენტიფიკაციო კოდი

404496611

სახლე/გვარი

ანა რაჭველიშვილი

ელ. ფოსტა
ტელ.:

596129000

ვებ გვერდი
საფოსტო მისამართი

ი.ჭავჭავაძის გამზირი 72ა, 0179

პ/ნ

01011090301

ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ინფორმაცია

სახლე/გვარი

უჩა სარალიძე

ელ. ფოსტა
ტელ.:

593000019

ორგანიზაციის შესახებ

სს “იშბანკი საქართველო” საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 2015 წლის 29 ივნისს. ბანკის ერთადერთი აქციონერია Türkiye İş Bankası A.Ş., რომელიც 1924 წელს დაარსდა თურქეთის რესპუბლიკაში და დღეს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს და წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს.

 

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად მორგებული საბანკო გადაწყვეტილებების შეთავაზება, საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ფინანსური განვითარების ხელშეწყობა.

 

დაარსების დღიდან ბანკი მუდმივად უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, წლების განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ ფინანსურ შედეგებს და აღწევს მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპებს, რაც ადასტურებს ჩვენს გრძელვადიან ერთგულებას ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის მიმართ.

 

ჩვენი მისიაა გავხდეთ ყველაზე ეფექტიანი და პერსონალიზებული საბანკო პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ თავიანთ მიზნებს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებით. ძირითადი პრინციპები, რომლებიც წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული და საოპერაციო საქმიანობის საფუძველს:

 

1. ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ეკონომიკურ ზრდასა და წარმატებას;

2. ხელი შევუწყოთ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობასა და ტრანსსასაზღვრო ბიზნესურთიერთობებს;

3. შევთავაზოთ უსაფრთხო, თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო გადაწყვეტილებები;

4. გავაძლიეროთ შესაბამისობის (compliance) კულტურა და ჩამოვაყალიბოთ ძლიერი რისკების მართვის გარემო;

5. შევქმნათ ციფრული საფუძველი მასშტაბური ზრდის მხარდასაჭერად;

6. შევქმნათ მდგრადი ღირებულება როგორც აქციონერებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.

 

ჩვენ ვისწრაფვით, გავხდეთ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი ღირებულებებით:

  • კეთილსინდისიერება

  • საიმედოობა

  • ინოვაცია

  • გამჭვირვალობა

  • პროფესიონალიზმი

  • ადაპტირებადობა

შენიშვნა

წელს ბანკმა პირველად მოამზადა წლიური ანგარიში. ვფიქრობთ რომ წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტე და ანგარიშგების ხარისხი გვაძლევს საფუძველს, ერთ-ერთ პრეტენდენტად მოვიაზროთ თავი დებიუტანტის კატეგორიაში. თუმცა, ბანკისთვის უპირატეს ღირებულებას წარმოადგენს ჟიურის წევრთა პროფესიული შეფასება და უკუკავშირი, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება სამომავლო ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებასა და საქმიანობის სრულყოფაში.

bottom of page